სამუშაოს აღწერილობა

გაყიდვების მენეჯერი ატარებს შეხვედრებს სასტუმროს მენეჯერებთან/დირექტორებთან, ახორციელებს პროგრამის პრეზენტაციას და სთავაზობს პროგრამის გამოყენებას.

სამუშაოს პასუხისმგებლობები

  • ჩაატაროს ყოველდღიური შეხვედრები სასტუმროს წარმომადგენლებთან
  • მოახდინოს სასტუმროს მართვის სისტემის პრეზენტაცია
  • უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები
  • აწარმოოს ჩანაწერები ყოველ შეხვედრასთან დაკავშირებით
  • მოამზადოს ყოველკვირეული შეხვედრების გეგმა
  • გაემგზავნოს სხვა რეგიონებში სასტუმროების წარმომადგენლებთან შესახვედრად
  • მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პროცესში რაც განაპირობებს პროგრამის პოპულარიზაციას და ხელს შეუწყობს გაყიდვების ზრდას
  • კომპანიის ხელმძღვანელობას წარუდგინოს ყოველკვირეული სამუშაოს შესრულების ანგარიში

სამუშაოს მოთხოვნები

  • სასტუმროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას მაქსიმალური კომუნიკაბელურობა
  • ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა
  • ორგანიზებულობა, ე.წ. დრეს კოდის დაცვა

უნარები & გამოცდილება

  • სასურველია სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება
  • გარე გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე: info@stayflexi.com.ge

სამუშაოს მოკლე აღწერა

  • ადგილმდებარეობა:

    ბათუმი

  • სამუშაო:

    გარე გაყიდვების მენეჯერი

  • განაკვეთი:

    სრული

  • ხელფასი:

    450₾ + ბონუსი