- ტექნიკური დახმარების ფორმა
- info@stayflexi.com.ge
- ონლაინ ჩატი
კონკრეტული ჯგუფის ან სტუმრის სასტუმროში მომსახურების საფასურის დარიცხვა ტურისტული კომპანიაზე (აუცილებელი გატარება)
ტურისტული კომპანიის სტუმრის ან სტუმრების ჯგუფის მიმართ სასტუმროს მიერ გაწეული მომსაუხრების საფასური უნდა აისახოს ტურისტულ კომპანიაზე სისტემაში, ამისათვის
- მარცხენა მხარეს მენიუდან დააკლიკეთ Direct Billing
- სიიდან იპოვეთ ტურისტული კომპანია რომელსაც გსურთ რომ გაუგზავნოთ ინვოისი
- დააკლიკეთ
- კალენდარის მეშვეობით აირჩიეთ პერიოდი
- მოცემული სიიდან შეარჩიეთ მოცემული ტურისტული კომპანიიდან სასტუმროში დარეგისტრირებული სტუმარი ან სტუმრების ჯგუფი და შეამოწმეთ სვეტი Billed, თუკი კვეთაში არის ₾0 – ეს ნიშნავს რომ მომსახურების საფასური არ არის დარიცხული ტურისტულ კომპანიაზე
- მონიშნეთ სტუმარი ან სტუმრების ჯგუფი და დააკლიკეთ Booking ID-ს

გაიხსნება ახალი ფანჯარა
- მარჯვენა მხარეს ზედა კუთხეში დააკლიკეთ Settle Dues და აირჩიეთ Direct Bill to – (ტურისტული კომპანიის სახელი)
- დააკლიკეთ Bill to (ტურისტული კომპანიის სახელი) და OK.
სტუმრის ან ჯგუფის ინვოისის ბალანსი გახდება ₾0, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ დავალიანება არის დაფარული. ტურისტული კომპანიის მხრიდან თანხის გადახდის შემდეგ უნდა განხორციელდეს დავალიანების დაფარვის გატარება სისტემაში, რომლის ინსტრუქცია მოცემულია ამ ლინკზე.