სასტუმროს მომგებიანობა დამოკიდებულია მის წილზე სასტუმრო ბიზნესის მთლიან ბაზარზე. თუკი სასტუმროს არ აქვს კარგი მარკეტინგული და გაყიდვების გეგმები და არ ყავს კვალიფიციური მენეჯერი, მას გაუჭირდება წარმატებულად ოპერირება.
სასტუმროს გენერალური მენეჯერი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს გაყიდვების და მარკეტინგის ჯგუფთან. უდაო რომ კარგად დაგეგმილი და მართული სასტუმროს მენეჯმენტის მოვალეობაა მოიზიდოს, შეინარჩუნოს და გაზარდოს კლიენტთა ბაზა. სწორედ ეს წარმოადგენს სასტუმროს მარკეტინგის და გაყიდვების ჯგუფის მთავარ ფუნქციებს.
მცირე ზომის სასტუმროებში თავად სასტუმროს მენეჯერი ასრულებს გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერის ფუნქციებს. ასევე არის სხვადასხვა პროფილის სასტუმროები სადაც მარკეტინგის და გაყიდვების ფუნქციები გადანაწილებულია სხვადასხვა დეპარტამენტებზე და პერსონალზე.
ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, სწორედ სასტუმროს მენეჯერმა უნდა უზრუნველყოს წარმატებული გაყიდვების მეთოდების დანერგვა.
მარკეტინგის მენეჯერის ფუნქცია
მარკეტინგის მენეჯერი ახორციელებს არა მარტო კლიენტების იდენტიფიცირებას და მოზიდვას, არამედ ასევე:
- მართავს სასტუმროს მარკეტინგულ აქტივობებს
- მონაწილეობს ფასების დადგენაში შემოსავლების ოპტიმიზაციის მიზნით
- ახორციელებს მოლაპარაკებებს ოთახების გაქირავების მიზნით
- წარმოადგენს გაყიდვების ჯგუფის ლიდერს.
მარკეტინგის მენეჯერის ფუნქციებს, გარდა გაყიდვების წარმოებისა, მოიცავს:
- პროდუქტის დიზაინი
- მარკეტინგული გეგმის შემუშავება
- პაკეტების მომზადება
- პროდუქციის და სერვისების ფასების განსაზღვრა
- შემოსავლების მენეჯმენეტი
- ინტერნეტ აქტივობების დაგეგმვა და მართვა
- სოციალურ მედიაში პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბება და შენარჩუნება
- რეკლამირების დაგეგმვა და განთავსება
- მარკეტინგული აქტივობების ანალიზი.
მაგალითად:
- პრომოუშენის დაგეგმვა და სასტუმროს ვებგვერდზე განთავსება კლიენტების მოზიდვის მიზნით – წარმოადგენს მარკეტინგულ აქტივობას
- სასტუმროს სამეჯლისო/სარიტუალო დარბაზის გამოყენება ქორწილების გამართვის მიზნით – წარმოადგენს გაყიდვების აქტივობას
- ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა – წარმოადგენს როგორც მარკეტიგულ ასევე გაყიდვის აქტივობას.
აქტივობები სასტუმროში
მარკეტინგის და გაყიდვების აქტივობები გავლენას ახდენენ მთლიან სასტუმროზე. მიუხედავად იმისა რომ მიღების განყოფილება (reception) არის გაყიდვის ძლიერი ელემენტი სასტუმროში, გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტის ამოცანას წარმოადგენს ჯგუფური გაყიდვები.
ჯგუფური გაყიდვების დაგეგმვის და მართვის დროს, გაყიდვების და მარკეტინგის ჯგუფი ახორციელებს შემდეგ სამუშაოებს სასტუმროში:
- სასტუმროს გაყიდვების და მარკეტინგის სტრატეგიის მომზადება
- სასტუმროს სერვისების შესახებ კონტრაქტების დროულად მომზადება
- ოთახების გაქირავების ისტორიული, მიმდინარე და საპროგნოზო მაჩვენებლების დროული და აკურატული მომზადება
- კლიენტების სპეციალური მოთხოვნების შესახებ კოორდინაცია სხვა დეპარტამენტებთან
- სტუმრების მიღება სასტუმროში
- სასტუმროს შიდა გაცნობითი ტურის ორგანიზება
აქტივობები ბიზნეს საზოგადოებაში
სასტუმროს მხრიდან თავისი ადგილის დამკვიდრება ბიზნეს საზოგადოებაში მნიშნველოვნად ეხმარება წარმატებების მიღწევაში და მოგების ზრდაში.
პატარა ქალაქში არსებული სრული სერვისის სასტუმრო ასრულებს მნიშვნელოვან როლს როგორც შეხვედრების, ცერემონიების და შეკრებების ადგილს. დიდ ქალაქებში, სასტუმრომ შეიძლება შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი როგორც ტურიზმის და სასტუმრო ინდუსტრიის მასპინძელმა ორგანიზაციამ.
რეკომენდაცია: განახორციელეთ თქვენი სარიტუალო ან საკონფერენციო დარბაზის პრომოუშენი სასტუმროს როგორც შემოსავლების ასევე ამ მიმართულებით საბაზრო ადგილის დამკვიდრების მიზნით.
სასტუმრო ბიზნესის პოპულარიზაციაში დადებით როლს ასრულებს საკონვენციო და ვიზიტორთა ბიუროები. ბიუროები გაყიდვების დეპარტამენტს ეხმარება ურთიერთობების დამყარებაში სხვადასხვა მხარეებთან, რაც ზრდის გაყიდვების ჯგუფის მიერ სატელეფონო ზარების განხორციელების ოდენობას.
რეკომენდაცია:
მჭიდროდ ითანამშრომლეთ თქვენი ქალაქის ვიზიტორთა ბიუროებთან, განათავსეთ თქვენი სარეკლამო მასალები (ბროშურები, სავიზიტო ბარათები).
1 Comment
hello there and thank you for your information – I have definitely picked up something new from right here.
I did however expertise a few technical issues
using this site, since I experienced to reload the website many times
previous to I could get it to load properly. I had been wondering if your hosting is OK?
Not that I am complaining, but slow loading instances times will often affect your placement
in google and can damage your high quality score if advertising and marketing with Adwords.
Anyway I’m adding this RSS to my e-mail and can look out
for a lot more of your respective exciting content.
Make sure you update this again very soon..