ოთახების გაყიდვის შეზღუდვა გაყიდვების ონლაინ არხებზე

გამოიყენეთ ეს ფუნქცია თუ გსურთ რომ შეზღუდოთ ოთახების გაყიდვა გაყიდვების ონლაინ არხებზე, როგორიცაა booking.com, expedia.com, და ა. შ. ამ ფუნქციის გამოყენებით თქვენ შეზღუდავთ ოთახების გაყიდვებს ონლაინ ტურისტული სააგენტოების მეშვეობით კონკრეტული პერიოდის განმავლობაში.

  1. მარცხენა მხარეს მენიუდან დააკლიკეთ Inventory Calendar
  2. დააკლიკეთ Bulk Operations
  3. დააკლიკეთ Action Type და აირჩიეთ Set Offline
  4. დააკლიკეთ Room Type და აირჩიეთ ოთახის ნომერი რომლის შეზღუდვა გსურთ ონლაინ გაყიდვების არხებზე
  5. კალენდრის მეშვეობით განსაზღვრეთ შეზღუდვის პერიოდი
  6. დააკლიკეთ Set Offline